რეალის ტოპ 5 ყველაზე ძვირი ტრანსფერი

მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპეს პსჟ-თან კონტრაქტი მხოლოდ 1 წელი აკავშირებს, რეალმა პარიზელებს ფეხბურთელში 160 მილიონი ევრო შესთავაზა და… უარი მიიღო. ფრანგები მასში 220 მილიონ ევროს ითხოვენ…

ასევე, საინტერესოა, რეალის ყველაზე ძვირადღირებული ტოპ 5 ფეხბურთელი…

ხამესი – 76 მილიონი ევრო

კოლუმბიელი ფეხბურთელი რეალს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდა.

4) ზინედინ ზიდანი – 79 მილიონი ევრო

რეალმა ფრანგი 2001 წელს იუვენტუსიდან შეიძინა. ზიზუმ ფეხბურთელის რანგში ერთხელ, მწვრთნელის რანგში კი 3-ჯერ ლიგა მოიგო…

3) კრიშტიანუ რონალდუ – 95 მილიონი ევრო

2009 წელს, პერესმა სატრანსფერო რეკორდი კიდევ ერთხელ მოხსნა, მანჩესტერიდან რონალდუ 95 მილიონ ევროდ შეიძინა…

2) გარეთ ბეილი – 101 მილიონი ევრო

პერესი ბეილის შესაძენად ნებისმიერ თანხაზე წამსვლელი იყო და ასეთი ნიშნული 101 მილიონი ევრო აღმოჩნდა

1) ედენ აზარი – 116 მილიონი ევრო

ბელგიელი რეალმა 2019 წელს შეიძინა და ამ კლუბის ისტორიაში დღემდე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *