მადრიდის რეალის ახალწვეულს დავიდ ალაბას კორონავირუსი დაუდასტურდა. ავსტრიელი ფეხბურთელი ამჟამად იზოლიაციაშია და გუნდს სავარაუდოდ 10 დღეში დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ალაბა რეალში რამდენიმე დღის წინ გადავიდა და 4 ნომრიანი მაისურა მოირგო, რომელსაც 16 წლის განმავლობაში სერხიო რამოსი ატარებდა. ალაბა 10 წლის განმავლობაში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც კონტრაქტი დაუმთავრდა და რეალს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
რაც შეეხება რეალს, გუნდი სერხიო რამოსმა და რაფაელ ვარანმა დატოვეს. ბლანკოსიდან ზინედინ ზიდანიც წავიდა, რომელიც რეალის ძველმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეცვალა.