რეალი და მანჩესტერი ვარანის თაობაზე შეთანხმდნენ

რაფაელ ვარანის მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლამდე მხოლოდ ფორმალობა დარჩა.

როგორც AS-ის ჟურნალისტი, მოჰამედ ბუხაფსი წერს, კლუბები ბოლო დეტალებს აგვარებენ და ტრანსფერი ოფიციალური რამდენიმე საათში გახდება.

როგორც ფაბრიციო რომანო ამბობს, ვარანმა “წითელ ეშმაკებთან” პირადი კონტრაქტი შეათანხმა.

აქამდე დაიწერა, რომ ამ ტრანსფერის ღირებულება 55 მილიონი ევროა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *