ხვალ, 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, მადრიდის რეალი ინტერს ესტუმრება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას გარეთ ბეილი ვერ მიიღებს.
როგორც მოგეხსენებათ, უელსელმა ტრავმის გამო სელტასთან მატჩი გამოტოვა. მედიკოსების ცნობით, დაზიანება, რომელიც მუცლის არეში მიიღო, იმაზე სერიოზულია, ვიდრე ეგონათ. ბრიტანელი შემტევი სამეფო გუნდს უახლოეს რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება.
რაც შეეხება რეალის და ინტერის დაპირისპირებას, შეხვედრა ხვალ 23:00-ზე გაიმართება. სამეფო გუნდის და ნერაძურის გარდა D ჯგუფში დონეცკის შახტარი და ტირასპოლის შერიფი არიან.