რეალი მაგისტრატურაა

კარლო ანჩელოტიმ 19 წლის ფრანგი საყრდენის, ედუარდ კამავინგას პერსპექტივაზე ისაუბრა. რეალის მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, რომ კამავინგა ჯერ სწავლობს…

„კამავინგა, ვალვერდე და სხვა ახალგაზრდები უნდა მიხვდნენ, რომ თამაშობენ მოდრიჩთან, კროოსთან და კაზემიროსთან ერთად. უნდა აფასებდნენ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველებს უწევენ კონკურენციას და რომ მათი დროც მოვა. კამავინგას ბრწყინვალე თვისებები აქვს. ტექნიკაც, სიძლიერეც, მაგრამ ჯერ სწავლობს. მას ჯერ არ აქვს საჭირო გამოცილება. მხოლოდ 19 წლისაა. მოდრიჩთან, კროოსთან და კაზემიროსთან ერთად ყოველდღიურად ვარჯიშს მე შევადარებდი მაგისტრის წოდების მისაღებად მეცადინეობას“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *