ყურადღება გვარდიოლის არც მსოფლიო ჩემპიონატამდე აკლდა, თუმცა, მუნდიალის შემდეგ, გრანდები ყველაფერზე მიდიან, რომ ფეხბურთელი დაიმატონ. ხორვატი მცველისთვის სამი ვარიანტი განსაკუთრებით მომხიბლავია: რეალის, სიტისა და ჩელსის.
20 წლის ცენტრალურ მცველს გამოსასყიდი თანხის პუნქტი 2024 წელს აუმუშავდება და ის 110 მილიონ ევროს შეადგენს. ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ინფორმაციით, მოვლენები ასე განვითარდა: ჩელსიმ, ლაიფციგს, 80 მილიონი შესთავაზა, რეალმა – 90.
ამ წინადადებებმა გერმანული კლუბი არ დააკმაყოფილა, სწორედ ამიტომ, ბოლო ორი კვირის მანძილზე, მადრიდელები “რედ ბულის” შეფობას ორჯერ შეხვდა და თანხა120 მილიონამდე გაზარდა – 60 ერთიანად, 60 ბონუსების სახით.
სიტიმ მაგიდაზე 100 მილიონზე მეტი დადო. რაც შეეხება ჩელსის, ფეხბურთელს ყველაზე დიდი გასამრჯელო – 9 მილიონი ევრო წელიწადში – შესთავაზა. რეალი ხორვატს 6 მილიონს დაჰპირდა.
ლაიფციგი აუქციონის წინააღმდეგი არ არის და საუკეთესო წინადადებას ელოდება. გვარდიოლის არჩევანი, მიუხედავად ნაკლები ხელფასისა, მადრიდის რეალია.