რეალი ფინალს მიუახლოვდა

ესპანეთის ACB ლიგაში გრძელდება პლეიოფის მეორე სტადია. 1/2 ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში რეალმა საკუთარ მოედანზე უმასპინძლა ბასკონიას და 83-71 იმარჯვა.

შეხვედრის დაწყების წინ მოხდა ჯესი კეროლის კალათბურთიდან გაცილება. ამერიკელი სნაიპერი 2011-დან 2021 წლის ჩათვლით ასპარეზობდა რეალის შემადგენლობაში და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა მადრიდულ პუბლიკას.

null

მატჩის სტარტი მასპინძლებს უკეთესი გამოუვიდათ – 3 წამიან ზონაში დომინირებდა ვოლტერ ტავარესი(15 ქულა+8 მოხსნა+2 ბლოკშოტი) რომელმაც საკუთარ გუნდს ლიდერობა მოუტანა 18-15.

ბასკური კლუბი ცდილობდა დიდი სხვაობით არ გაეშვა მეტოქე ანგარიშში წინ – სიმონე ფონტექიო კონტრშეტევებზე ბრწყინვალედ მოქმედებდა და არაერთი ქულა დააგროვა(12 ქულა).

მეორე მეოთხედის საწყის წუთებში რეალი მაინც “გაექცა” ბასკონიას – ჯერ იაბუსელემ ჩააგდო საშუალო დისტანციიდან, ხოლო მომდევნო შეტევაში 24 წამი იწურებოდა, როდესაც ბურთი ხელში შეაჩეჩეს ცენტრში მყოფ ადამ ჰანგას – უნგრელმა შორიდან გაისროლა და მიზანს უწია 26-15.

null

გუნდებს შორის მთავარი სხვაობა მაინც დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს იყო – ვოლტერ ტავარესმა და ადამ ჰანგამ(18 ქულა+4 მოხსნა) არაერთხელ დააფარეს სტუმარ კალათბურთელებს და “ამოსუნთქვის საშუალება” არ მისცეს.

სერიის მეორე შეხვედრაში ტრავმის გამო არ უთამაშია გუნდის ლიდერ სერხიო ლულს, თუმცა მადრიდულ კლუბს ეს ფაქტორი არ დატყობია – 18 წლის ხუან ნუნიეზმა პარკეტზე 12 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში ქულებიც დააგროვა და პასებიც ჩამოარიგა.

სამი მეოთხედის შემდეგ რეალი 66:45 უგებდა მეტოქეს და ბოლო 10 წუთეულს ყველანაირი აზრი დაეკარგა. მადრიდულმა გრანდმა იოლად მიიყვანა შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე (83-71) და საპლეიოფო სერიაში 2:0 დაწინაურდა. პაბლო ლასოს გაწვრთნილ გუნდს ერთადერთი მატჩს მოგება სჭირდება, რათა ფინალის საგზური მოიპოვოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *