რეალი: წინ საკმარისია!..

მადრიდის რეალი ტოპ-შემტევის შეძენას არ აპირებს. კილიან მბაპეს უარის შემდეგ, თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ რეალი სხვა ფორვარდის ტრანსფერზე გადაერთვებოდა, მაგრამ AS-ის ცნობით, საქმე სხვანაირადაა.

„რეალმა გადაწყვიტა, რომ გეგმა B შეტევაში ბრაზილიელებზე სრული ნდობა იქნება. ისინი ამას იმსახურებენ. ვინისიუსი და როდრიგო იმ დონის არიან, რომ მეგავარსკვლავები გახდნენ, მათ დიდი პოტენციალი აქვთ“.

ვინისიუსი ისედაც თერთმეტეულის კაცი იყო და ელიან, რომ სათამაშო დრო მკვეთრად გაიზრდება როდრიგოსთვისაც. რა ამბები დაატრიალა როდრიგომ ჩემპიონთა ლიგაში, ამაზე აღარ გავაგრძელებთ…

და რაც მთავარია, რეალშია კარიმ ბენზემა.

ელოდებიან, რომ რეალი უფრო ჩამშლელების ტრანსფერებზე იზრუნებს. რიუდიგერი მზადაა… ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერზეც საუბრობენ და კიდევ, ნიუკასლიდან ბრუნო გიმარაეშის შეძენა არის მოსალოდნელი.

Leave a comment

Your email address will not be published.