რეალმა ამ სეზონში უგოლოდ პირველად დაამთავრა

მადრიდის რეალმა ლა ლიგის მე-19 ტურში სოსიედადს უმასპინძლა და მატჩი უგოლოდ დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ეს პირველი შემთხვევაა როცა რეალმა გოლი ვერ გაიტანა.

სამეფო გუნდმა საკმაოდ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. გუნდი 42 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ბარსელონას უკვე 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგ ტურში რეალი 3 თებერვალს ვალენსიას შეხვდება. ბლანკოსი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალშიცაა, სადაც ლივერპულს დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *