რეალმა და მბაპემ კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს

მადრიდის რეალმა კილიან მბაპესთან შეთანხმებას მიაღწია. Bild-ის ინფორმაციით, მხარეებმა ხელშეკრულების დეტალები გაიარეს და ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას რეალი – პსჟ-ს 1/8 ფინალური დაპირისპირების შემდეგ გააკეთებენ.

რეალს დიდი ხანია, რაც მბაპეს გადაბირება სურს. სამეფო გუნდმა ფრანგის შეძენა რამდენჯერმე სცადა, თუმცა აქამდე უშედეგოდ. ბლანკოსში თამაშის სურვილს არც კილიანი მალავს. მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. წესების მიხედვით, ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე სხვა კლუბთან მოლაპარაკებები შეუძლია და ფრანგმა გარემარბმა ეს შანსი გამოიყენა. ცნობისთვის, რეალში მისი წლიური ხელფასი დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნება.

მბაპე პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა. იგი თავიდანვე გუნდის ლიდერად იქცა და დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში მბაპემ 23 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published.