მადრიდის რეალმა ნაჩო ფერნანდესს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. განახლებული ხელშეკრულების მიხედვით, ესპანელი მცველი სამეფო გუნდში 2023 წლამდე ითამაშებს. ინფორმაცია გუნდის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.
ნაჩო რეალის აღზრდილია, ბლანკოსის მთავარ გუნდში იგი რეგულარულად 2012 წლიდან გამოდის. ფერნანდესმა რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა (4), ლა ლიგა (3) და სხვა უამრავი ტიტული მოიგო.
2020-21 წლების სეზონი რეალისთვის არცისე წარმატებული იყო. ესპანურმა გრანდმა ლა ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ ატლეტიკოს 2 ქულით ჩამორჩა. რეალი ჩემპიონთა ლიგას 1/2 ფინალიდან ჩელსისთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა.