რეალმა შესაძლოა ანჩელოტი გაუშვას – სავარაუდო შემცვლელი ნაპოვნია

მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალი პსჟ-სთან 0:1 წააგო. როგორც ჩანს ამან სამეფო გუნდის ხელმძღვანელობა ძალიან გააბრაზა.

Independent-ის ცნობით, 1/4 ფინალში ვერგასვლის შემთხვევაში, ბლანკოსი იტალიელს გაუშვებს. მეტიც, ანჩელოტის გაშვების შემთხვევაში რეალი სწორედ პსჟ-ს მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნას შეეცდება.

რეალი ლა ლიგაში 54  ქულით ცხრილის სათავეშია, უახლოეს მდევარ სევილიას კი 4 ქულით უსწრებს. სამეფო გუნდი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს პსჟ-სთან 10 მარტს გამართავს.

რაც შეეხება პოჩეტინოს, არახალია, რომ მისით მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდება. ბრიტანელები მას რალფ რანგნიკის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც იუნაიტედში დროებით მწვრთნელად არის.

 

Leave a comment

Your email address will not be published.