სხვა რეალობა – ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის განცხადება ტორპედოსთან დაკავშირებით

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ ოფიციალური განცხადება

13 ივლისს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო კლუბმა „ტორპედომ“ სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა ერთ-ერთ კომანიასთან. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სპონსორობას გაუწევს „ტორპედოს“ და ამ გადაწყვეტილებით კლუბში არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია“.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ეს განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაშ შეყვანის მცდელობა. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, თუ ვინ ცდილობს გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია და კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ  შექმნას მცდარი საინფორმაციო ფონი. ფინანსური პრობლემები ქუთაისის „ტორპედოშ“ მოგვარებული არ არის. ამჟამად სხვადასხვა დავალიანებებთან ერთად „ტორპედოს“ გააჩნია  იტალიელი ინვესტორების ვალი 2 მილიონი ლარის ფარგლებში და სახელფასო დავალიანება 700 ათასი ლარის ფარგლებში, რაც ჯამში შეადგენს დაახლოებით 3 მილიონ ლარს. დავალიანების, რომლის გასტუმრების გარეშეც კლუბი აღმოჩნდება გადაულახავი პრობლემების წინაშე. აღარას ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ წლის ბოლომდე გუნდის ნორმალური ფუნქციონირებისთვის 3 მილიონიანი ვალის დაფარვის გარდა კიდევ 2 მილიონი ლარის ინვესტირებაა საჭირო.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ მონაწილეობას მიიღებს აუქციონში, რომელიც უახლოეს მომავალში ქუთაისის „ტორპედოს“ გასხვისების მიზნით ჩატარდება. შესაბამისად დღეიდან 2,5 წელიწადში 6 მილიონი დოლარის ინვესტირებას ვგეგმავთ და გუნდის განვითარების პროპორციულად ინვესტიციები შესაბამისად გაიზრდება.

„ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ სახელით,

კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი აიეტ კუკავა      

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *