“რეალს” ახალი მწვრთნელი ყავს

საკალათბურთო კლუბმა – მადრიდის “რეალმა” თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნა ინფორმაცია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლა პაბლო ლასო და მის ნაცვლად ჩუს მატეო დანიშნა.

ახალი მწვრთნელი “რეალს” 2024 წლამდე უხელმძღვანელებს.

მატეო “რეალის” ორგანიზაციაში დიდი ხანია რაც მუშაობს – 1990-დან 2004 წლის ჩათვლით აკადემიას ხელმძღვანელობდა, 2014 წლის შემდეგ კი უკვე პაბლო ლასოს ასისტენტი იყო დიდ გუნდში.

null

პაბლო ლასოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაშვებას მცირე სკანდალი მოყვა – გუნდის ოფიციალურ საიტზე დაიწერა, რომ ლასოს ჯანმრთელობის გარემოება არ იძლევა იმის საშუალებას, 54 წლის სპეციალისტმა გააგრძელოს მუშაობა ამ თანამდებობაზე, თუმცა მოგვიანებით პაბლომ უარყო ეს ინფორმაცია და ინტერვიუში აღნიშნა, რომ იგი უკვე სრულიად გამოჯანმრთელდა და მზად იყო მუშაობის გასაგრძელებლად.

შეგახსენებთ, რომ პაბლო ლასომ ივნისის დასაწყისში ინფარქტი გადაიტანა და მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულად ფასდებოდა, თუმცა მედიკოსთა დროული ჩარევის შედეგად 54 წლის საკალათბურთო სპეციალისტი მალევე “დადგა ფეხზე” და დაუბრუნდა სამუშაო გრაფიკს.

გაცნობებთ, რომ ლასო “რეალს” უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რა დროის განმავლობაშიც 22 ტიტული მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *