ეკონომიკის საქმეებში, ბარსელონას ვიცე-პრეზიდენტმა, ედუარდ რომეუმ ფლორენტინო პერესზე ისაუბრა და მას ქება არ დააკლო
“რეალს მბაპესა და ჰოლანდის დამატება ნამდვილად შეუძლია. “ბლანკოსი” დიდი და ძლიერი კლუბია. წლების განმავლობაში, ჩვენ თუ გულმოდგინედ ვიმუშავებთ, ასეთივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით.
როდესაც ხედავ, ფლორენტინო პერესი გუნდს როგორ უძღვება, უბრალოდ, გინდა მის წინაშე ქუდი მოიხადო. ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში ბატონ ფლორენტინოზე მაგარი არავინაა.
აღფრთოვანებული ვარ ბიზნესს როგორც აწარმოებს. როდესაც პირადად შევხვდი, ჩემს მიმართ ძალიან კეთილი იყო. მას ძალიან ვაფასებ”