რეალს ფინალში ფეხბურთელები დააკლდებიან

ესპანეთის სუპერთასის ფინალში მადრიდის რეალი ბილბაოს ატლეტიკს შეხვდება. სამეფო გუნდი ამ მატჩს დიდი დანაკლისით ჩაატარებს. რეალს დანი კარვახალი და დავიდ ალაბა ვერ დაეხმარებიან.

კარვახალს კორონავირუსი დაუდასტურდა, კარვახალს კი ბარძაყის ტრავმა აქვს და გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს. ფინალი 16 იანვარს გაიმართება და სამეფო გუნდის მეტოქე როგორც უკვე გითხარით, ბილბაო იქნება.

შეგახსენებთ, რომ რეალმა 1/2 ფინალში ბარსელონას 3:2 მოუგო, ბილბაო კი ატლეტიკოს შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *