რეალურია?.. აზარი ზამთარში ისევ ინგლისში

ვნახოთ, რამდენად რეალურია…

Liverpool Echo-მ დღეს დაწერა, რომ იურგენ კლოპს გუნდში ედენ აზარის მიყვანა სურს. 30 წლის ბელგიელი რომ ჩელსიში სხვა იყო და რეალში სხვაა, ეს ყველამ იცის. კლოპი მიიჩნევს, რომ აზარის პრობლემა ფორმის დაკარგვაში კი არა, ფსიქოლოგიაშია. გერმანელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ აზარს ინგლისის პრემიერლიგა უფრო მოუხდება.

ლივერპულური გამოცემა წერს, რომ ყველაზე მოსალოდნელია აზარის იჯარით გადასვლა ლოვერპულში, ოღონდ საბოლოო გამოსყიდვის უპირატესი უფლებით.

რამდენიმე დღის წინ იუვენტუსისგან დაინტერესებაზეც დაიწერა. ასევე დაიწერა, რომ რეალი ბელგიელში მომავალს ვეღარ ხედავს. გამოჩნდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *