რეალური ამბები: როცა ანჩელოტი წავა…

მადრიდის რეალში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. მწვრთნელის კუთხით… ყოველდღიურად იწერება კარლო ანჩელოტის შესაძლო წასვლაზე. პაპა კარლოს ყველაზე ხშირად ბრაზილიის ნაკრებს უკავშირებენ. ადრეც იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი მადრიდში სპეციალურად ჩაფრინდება მოსალაპარაკებლად.

ბრაზილიის ნაკრები ჯერაც უმწვრთნელოდაა და არის ვარაუდი, რომ ეს არაა შემთხვევითი: ზაფხულისთვის პოსტს სწორედ ანჩელოტის უმზადებენ.

და რეალში ვინ დაინიშნება? იწერება ზინედინ ზიდანზეც, მაგრამ უფრო აქტუალურად – რაულზე. ბლანკოსის ლეგენდარული ფორვარდი ბოლო ორი წელია რეალ-კასტილიას წვრთნის და უარი თქვა სხვა წინადადებებზე: აინტრახტზე, შალკეზე, ლიდსზე. რაულს ალბათ იმედი აქვს, რომ ფლორენტინო პერესი მთავარ გუნდში დააწინაურებს.

კიდევ, რეალი ყურადღებით აკვირდება ჩაბი ალონსოს პროგრესსაც. ალონსო შედეგიანად მუშაობს ლევერკუზენში, გუნდი გასავარდნი ზონიდან ამოიყვანა და ზედიზედ მოაგებინა თამაშები…

თანაც, ალონსომაც იცის რეალის სული და ხასიათი. იქ თამაშობდა, ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *