(რეალ)ური კავანი – ურუგვაელი ლა ლიგაში?

ედინსონ კავანი შესაძლოა რეალში გადავიდეს. ბრიტანული პრესის ცნობით, ესპანელები 34 წლის ფეხბურთელის გადაბირებას ზამთარში შეეცდებიან. კავანის მანჩესტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 6 მილიონი ევროა.

კავანი მანჩესტერში 2020 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. ამ სეზონში ურუგვაელს არცთუ ისე დიდი სათამაშო დრო აქვს. აგვისტოდან მოყოლებული იუნაიტედის მაისურით მან მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა და გოლი ჯერ არ გაუტანია.

რაც შეეხება რეალს, სამეფო გუნდი ლა ლიგაში 17 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ სოსიედადს 3 ქულით ჩამორჩება. უახლოეს ტურში რეალი ბარსელონას შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *