“რეალში“ კოვიდ – აფეთქებაა

2021 06 10 MADRID. BALONCESTO 20 21 TERCER PARTIDO DE SEMIFINALES DE LOS PLAYOFF DE LA LIGA ENDESA QUE ENFRENTA AL REAL MADRID Y VALENCIA BASKET EN EL WIZINK CENTER. FOTO: VICTOR CARRETERO/REALMADRID.COM

მადრიდის „რეალში“ კოვიდი მძვინვარებს. კლუბის პრეს სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაინფიცირებულთა რიცხვს კიდევ 3 კალათბურთელი შეუერთდა: გერშონ იაბუსელე, ენტონი რენდოლფი და ხუან ნუნიესი.

ხუთშაბათს „რეალს“ ევროლიგაზე უწევს მატჩის ჩატარება მოსკოვის „ც.ს.კ.ა“-სთან, თუმცა „რეალს“ შემადგენლობაში მხოლოდ 7 კალათბურთელი ყავს ჯანმრთელი. (მათ შორისაა რუდი ფერნადესი, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს).

null

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუფიქსირდათ ფაბიან კოსიეს, ტომას ერტელს, ვენსან პორიეს და გუნდის მთავარ მწვრთნელ პაბლო ლასოს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *