მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვალიდ რეგრაგიმ მისი გუნდის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.
„მაროკო მეტად კონსერვატიულად თამაშობს? არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ ისევე ვითამაშებთ, როგორც აქამდე. ასე მოქმედებას წარმატება მოაქვს ჩვენთვის. აქ გასამარჯვებლად ჩამოვედით. მორჩა და გათავდა“, – ამბობს რეგრაგი.
შეგახსენებთ, რომ მაროკოს ნაკრებმა მუნდიალის F ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეტოქეებად კი ხორვატიის, ბელგიისა და კანადის ეროვნული გუნდები ჰყავდათ
მერვედფინალში ჩრდილოაფრიკელებმა მატჩისშემდგომი პენალტებით სძლიეს ესპანეთის ნაკრებს, მეოთხედფინალში კი პორტუგალიელები გაუშვეს შინ.
ნახევარფინალში 14 დეკემბერს რეგრაგის გუნდი მოქმედ ჩემპიონ საფრანგეთს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.