დღეს ან ხვალ გლაზგო რეინჯერსი მთავარი მწვრთნელის სახელს გამოაცხადებს. როგორც ბრიტანული პრესა წერს, სტივენ ჯერარდის შემცვლელი ნიდერლანდელი იქნება: ან ჯოვანი ვან ბრონკჰორსტი, ან რონალდ კუმანი…
ვან ბრონკჰორსტი რეინჯერსში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიც იყო. მერე ფეიენოორდს წარმატებით წვრთნიდა და ქვეყნის ჩემპიონობამდეც კი მიიყვანა. შემდეგ წავიდა ჩინურ გუანჯოუში, სადაც რამდენიმე თვე იმუშავა. ეს შარშან.
კუმანის ამბები კი იცით: ბარსელონადან ერთი თვის წინ გაუშვეს.
ამ ორ ფიგურაზე იწერება და ვნახოთ, შესაძლოა, არცერთიც არ დაინიშნოს და სხვა მწვრთნელი მიიყვანონ.