რეკორდი და თან, როგორი რეკორდი… 30-ჯერ მეტი მაისურა!

ინგლისის ბრენტფორდმა რეკორდი მოხსნა მაისურების გაყიდვის მხრივ. მიზეზი კრისტიან ერიქსენის გუნდში მისვლაა. და იცით, რამდენჯერ გაიზარდა მოთხოვნა? წინა წლების თებერვლის თვესთან შედარებით, 30-ჯერ მეტად. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში ბრენტფორდს მაისურებზე მოთხოვნა 21  უცხოური ქვეყნიდან მიუვიდა, მათ შორის, აშშ-დან, ავსტრალიიდან, გრენლანდიიდანაც.

ბრენტფორდი სავსეა დანიელებით. უკვე 9 დანიელი ფეხბურთელი ჰყავს და მწვრთნელიც იქაურია – თომას ფრანკი. ერიქსენის დონისა, რა თქმა უნდა, არავინაა. არიან ნაკრების ფეხბურთელები (ნორგაარდი, იენსენი, იორგენსენი…), მაგრამ სათადარიგო როლი ჰქონდათ ევროპის ჩემპიონატში.

ერიქსენის შემთხვევა კი ყველამ იცით. გასულ ზაფხულს ევროპაზე ფინეთთან მატჩის დროს სიკვდილს ძლივს გადაურჩა და ახლა გულზე დეფიბრილიატორით ითამაშებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *