რემატჩი სტერლინგსა და იანს შორის 30 ოქტომბერს შედგება

ალჯამეინ სტერლინგის საქართველოში მოგზაურობის დროს გაოფიციალურდა მისი და პიოტრ იანის მეორე ბრძოლის თარიღი და ადგილი – 30 ოქტომბერი, აბუ-დაბი. მათ პირველ ბრძოლას საკმაოდ მოულოდნელი და სკანდალური დასასრული ჰქონდა – იანმა ალჯოს მეოთხე რაუნდში არალეგალური დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც გამარჯვება და შესაბამისად ჩემპიონის ქამარი სტერლინგს გადაეცა. რემატჩის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია პირველად ალჯომ მერაბის სოფლიდან, სულორიდან, პირდაპირ ცხენზე მჯდომმა გაავრცელა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *