რემატჩი 17 წლის შემდეგ: დიაზი VS ლაუერი 2

ნიკ დიაზის დიდი დაბრუნება ყოფილი ჩემპიონის, რობი ლაუერის წინააღმდეგ ისტორიაში შევა, როგორც რემატჩი, ყველაზე დიდი პაუზის შემდეგ. 17 წელი გავიდა მათი პირველი ბრძოლიდან, როცა 2004 წელს, UFC 47-ზე ლაუერმა ნიკი მეორე რაუნდში დაამარცხა.

რემატჩი 5 სექტემბერს, UFC 266-ზე გაიმართება. აღნიშნულ დღეს იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომელიც მარლონ მორაესს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ნიკის და რობის ბრძოლა 5 რაუნდიანი იქნება მიუხედავად იმისა, რომ არც საჩემპიონოა და არც მთავარი ბრძოლა. მსგავსი გამონაკლისი პირველად სულ ცოტა ხნის წინ, ნიკის ძმის, ნეიტ დიაზისა და ლეონ ედვარდსის ბრძოლისას დაუშვეს, რომელშიც ბრძოლის ბედი კინაღამ მე-5 რაუნდის ბოლო წუთზე შეიცვალა.

ნიკ დიაზმა ბოლოს 2015 წელს იბრძოლა ანდერსონ სილვას წინააღმდეგ, სადაც დისკვალიფიკაცია მიიღო მარიხუანას მოხმარების გამო და მრავალწლიანი იძულებითი პაუზა გამოუვიდა. რაც შეეხება ლაუერს, მან გასულ წელს იბრძოლა, თუმცა დამარცხა – ყოფილ ჩემპიონს ზედიზედ 4 წაგება აქვს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *