ზოგს შესაძლოა უკვე დაავიწყდა კიდეც, რომ აარონ რემზი იუვენტუსშია. უელსელი იშვიათად თამაშობს… ამ სეზონში მხოლოდ 112 წუთი იყო მინდორზე. საინტერესო სტატისტიკაა: მოედანზე გატარებული დროის მიხედვით რომ აიღო, იუვე რემზის თითოეულ წუთში 35 000 ევროს უხდის.
უელსელს კონტრაქტი 2023 წელს უმთავრდება. ხშირად იწერებოდა მის მიმართ დაინტერესებაზე – ევერტონიდან, ტოტენჰემიდან, ნიუკასლიდან… რემზი კვლავაც ძალიან კარგია უელსის ნაკრებში.