რეტროსექსუალური მანჩესტერი

სოციალურ ქსელებში მანჩესტერ იუნაიტედის 2022-23 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმის ფოტოები გამოჩნდა, რომელიც კლუბის ქომაგებს მოეწონათ.

ახალი მაისურის მთავარი განმასხვავებელი დეტალი საყელოა, რომელსაც ფერადი სამკუთხედები გასდევს.

ამ საყელოს ზოგი 90-იანი წლების ფორმას ადარებს, რომელიც ლეგენდარულ ერიკ კანტონას ერთთავად აწეული ჰქონდა ხოლმე და ამაყად დააბიჯებდა. ოღონდ მაშინ საყელო თეთრი იყო, ახლა კი პატარა სამკუთხედებითაა გაწყობილი.

ერთმა ქომაგმა მას „რეტრო“ დაარქვა, მეორემ „ერთობ სექსუალური…“

The collar evokes memories of Eric Cantona from back in the 93/94 campaign

Leave a comment

Your email address will not be published.