რვა ცვლილება ახალგაზრდულის ძირითადში

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ხვალ, სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო ტურნირზე მეორე ტურის მატჩს ურუგვაისთან გამართავს.  მატჩისთვის უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ძირითად შემადგენლობაში რვა მოთამაშე შეცვალა.

შერკინების ხაზში შეიცვალა ორივე ბურჯი და ორი მესამეხაზელი. სრულადაა შეცვლილი ღერძი (N9 და N10), ასევე შუამარბები და ფულბეკი.

 

ლადო კილასონია, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი:

 

“გვინდა, რაც შეიძლება მეტმა მოთამაშემ მიიღოს გამოცდილება და ცვლილებების ნაწილი ამითაა განპირობებული. თუმცა, გვაქვს ტრავმებიც. არგენტინასთან მატჩის შემდეგ გვქონდა საუბარი და, ვფიქრობთ, რომ სწორი გზით მივდივართ. ასევე გავაკეთეთ ვიდეოანალიზი, რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული მოთამაშეები.

 

ურუგვაი სამხრეთ აფრიკას ღირსეულად ეთამაშა. ის არგენტინასავით მოძრავი და სწრაფი გუნდი არ არის. თუმცა, გამოირჩევა კარგი დაცვის სისტემით, კარგად გრძნობენ თავს ბოჭვის და კონტაქტის არეში. სამხრეთ აფრიკასთან ფიზიკური თამაში ყოველთვის რთულია, ურუგვაიმ კი, ეს მოახერხა. ასევე ნავარჯიშევი აქვთ დარტყმა ახურვაში. საინტერესო თამაში გველოდება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

 

 

საქართველო: 15. საბა არჩვაძე (ლელო), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12.გიორგი ჩიქოვანი (ლელო), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. დავით იმნაძე (იუნკერები), 9. კოტე იაშვილი (აკადემია);

1.გიორგი მამიაშვილი (ლელო), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. ლაშა ციხისთავი (ლელო), 8. ნიკოლოზ სუთიძე (ლელო).

16. თამაზ ჯიმშელეიშვილი (ლელო), 17. დავით გველესიანი (ლელო), 18. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ირაკლი აფციაური (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. რატი ზაზაძე (არმაზი), 21.გიორგი კურტანიძე (ლელო), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო), 24. პაატა გალდავა (აია), 25. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 26. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 27. ლუკა არჩვაძე (ლელო).

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *