რიბაკინა Australian Open-ის 1/2 ფინალშია

მელბურნში დასასრულს უახლოვდება Australian Open-ის რიგით 111-ე გათამაშება. ქალთა ერთეულთა ბადეში აგრძელებს წარმატებულ ასპარეზობას ელენა რიბაკინა. უიმბლდონის მოქმედმა გამარჯვებულმა 1/4 ფინალურ ეტაპზე 6:2 6:4 სძლია ალიონა ოსტაპენკოს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ელენამ კარიერაში პირველი მატჩი მოუგო ალიონას და ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ანგარიში 1:2 გახდა.

ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში რიბაკინა პეგულია/აზარენკას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

null

მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში პირველი ნახევარფინალსტი გამოვლინდა – კარენ ხაჩანოვმა არასრულ მატჩში 7:6 6:3 3:0 სძლია სებასტიან კორდას და კარიერაში მეორედ მოახერხა დიდი სლემის ტურნირზე ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლა.

მატჩის მიმდინარეობისას კორდამ ფეხის ტრავმა მიიღო და სწორედ ამ მიზეზით ვეღარ დაასრულა ფაქტიურად ისედაც წაგებული მატჩი.

რუსი ჩოგბურთლის მომდევნო მეტოქე ციციპას/ლეჰეჩკას შორის გამარჯვებული იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *