რიბერიმ ახალ გუნდთან კონტრაქტი შეათანხმა

ფრენკ რიბერის მომავალი გარკვეულია. ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ფრანგი კარიერას ვერონაში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, ფეხბურთელმა გუნდთან პირადი კონტრაქტი უკვე შეათანხმა.

შეგახსენებთ, რომ რიბერი ბოლოს ფიორენტინაში თამაშობდა. მას კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტი გახლდათ. ფრანგი მიუნხენის ბაიერნში ვარჯიშობდა და იყო ვარიანტი გერმანულ გუნდში დაბრუნებულიყო, თუმცა როგორც უკვე გითხარით ვერონაში ითამაშებს.

რაც შეეხება ვერონას, გუნდმა ამ სეზონში 2 მატჩი ითამაშა, ორივეჯერ დამარცხდა და 0 ქულით მე-17 ადგილზეა. უახლოეს მატჩს ვერონა ბოლონიას წინააღმდეგ ჩაატარებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *