მიუნხენის ბაიერნის ლეგენდას, ფრანკ რიბერის სწამს, რომ რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთს არა მხოლოდ გასულ, არამედ იმის წინა სეზონშიც იმსახურებდა:
“ჩემთვის ის ნომერ პირველი ფორვარდია, ბოლო ორი თუ სამი წლის განმავლობაში, მას ვერავინ შეედრება.
ის ბევრს მუშაობს და გუნდს სულ ეხმარება. ჩემპიონებს ეს გამოარჩევთ: ჰეთ-თრიქიც რომ შეასრულოს, მაინც მომავალ მატჩზე ფიქრობს.
ვფიქრობ, გასულ წელს ოქროს ბურთი დაიმსახურა, როგორც იმის წინ,” – თქვა რიბერიმ.