ფრენკ რიბერი კვლავ თავისუფალი აგენტია. Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, ფრანგმა კარიერა შესაძლოა ლაციოში გააგრძელოს.
დედაქალაქელები შემტევის ძიებაში არიან და რიბერი მათთვის დამატების ერთ-ერთი კანდიდატია. რომაელები რიბერისთვის 1 წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ რიბერიმ ბაიერნში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2 წელი ფიორენტინაში გაატარა, სადაც 52 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.