რიბერი შესაძლოა ბაიერნში დაბრუნდეს

ფრენკ რიბერიმ ფიორნტინა დატოვა და ამჟამად თავისუფალი აგენტია. L’Equipe-ს ინფორმაციით, ფრანგი შესაძლოა მიუნხენის ბაიერნში დაბრუნდეს. მისი გუნდში დაბრუნება გერმანელთა ხელმძღვანელებს ოლივერ კანს და ული ჰიონესს სურთ.

როგორც უკვე გითხარით, 38 წლის რიბერი თავისუფალი აგენტია. ფრანგი მიუნხენში ინდივიდუალურად ვარჯიშობს და კარიერის გაგრძელების სხვა და სხვ ვარიანტებს განიხილავს.

რიბერი ბაიერნის ლეგენდა და ფანების ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელია. გერმნელთა ღირსებას იგი 2007-19 წლებში იცავდა და გუნდთან ერთად ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *