“რიგითმა” რაიანმა ლეიკერსი გადაარჩინა

ლებრონ ჯეიმსი და მისი “ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ყველანაირი გზით ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას. “მეფე ლებრონის” კარიერაში, მისმა გუნდმა პირველად დაიწყო რეგულარული სეზონი ზედიზედ 5 მარცხით. L.A-ს კალათბურთელებმა არაერთი შიდა, დახურული კრება გამართეს და განსხვავებული მოტივაციით ათამაშდნენ.

კალიფორნიულმა გუნდმა რამდენიმე დღის წინ “დენვერს” მოუგო 121-110, დღეს გამთენიისას კი საოცარი “ქაამბექი” შეასრულა, ოვერტაიმში სძლია “ნიუ ორლეანს” 120-117 და ოდნავ გამოიკეთა მოგება/წაგების ბალანსი 2/5.

null

მატჩის პირველი მეოთხედი ზაიონ ვილიამსონმა და მისმა “პელიკანსმა” საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა და 27-23 მოიგო. მეორე პერიოდიდან უკვე “ლეიკერსი” დომინირებდა – ლებრონ ჯეიმსის დომინანტური ასპარეზობის ფონზე მასპინძლებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო შემდეგ წინაც გავიდნენ.

მეორე ტაიმის სტარტზე კალიფორნიული გუნდის ჰანდიკაპმა +16-ს მიაღწია და თითქოს ამით შეხვედრაში ინტრიგაც მოკვდა, თუმცა არა… ზაიონ უილიამსონმა საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა და “ნიუ ორლეანი” თამაშში “დააბრუნა”.

მეოთხე მეოთხედში ლიდერი არაერთხელ შეიცვალა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით წინ გასვლას. დრამატული გამოდგა უკანასკნელი წამები – ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე სტუმრები 111-108-ს იგებდნენ. საპასუხო შეტევაში “ლეიკერსმა” 3 ქულიანი სროლა გააფუჭა და ვერც ბურთი მოხსნა – მასპინძლებს ტაქტიკური ჯარიმის აღება მოუწიათ.

საჯარიმო ხაზთან მდგომმა დაისონ დანიელსმა ორივე ერთქულიანი სროლა გააფუჭა და კალიფორნიულ გუნდს თამაშის გადარჩენის თეორიული შანსი დაუტოვა.

null

ტაბლოზე 1.4 წამი რჩებოდა, როდესაც “ლეიკერსმა” აუტიდან ბურთი მეტოქის მოედანზე შემოიტანა. ჭკვიანურად გათამაშებული კომბინაციის შედეგად სასროლ პოზიციაზე დარჩა მეტ რაიანი, რომელსაც მანამდე 7-დან 6 სამქულიანი ქონდა აცილებული.

დარბაზში შეკრებილ გულშემატკივარს სუნთქვა შეეკრა, თუმცა “რიგითმა რაიანმა” ზუსტად გაისროლა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა 111-111.

ოვეერტაიმში “ლეიკერსს” უკვე დიდი ფსიქოლოგიური უპირატესობა ქონდა – ლენი ვოკერის ზუსტი სროლების ფონზე მასპინძლებმა დამატებით დროში 120-117 მოიგეს და სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელსაც 2 პასი დააკლდა სამმაგ დუბლამდე 20 ქულა+10 მოხსნა+8 პასი. ორმაგი დუბლი შეასრულა “ლეიკერსის” კიდევ ერთმა ლიდერმა – ენტონი დევისმა – 20 ქულა+16 მოხსნა. თავი გამოიჩინა ლენი ვოკერმაც, რომელმაც მატჩი 28 ქულით დაასრულა. შედეგიანი გამოდგა რასელ ვესტბრუკის გადაყვანა მეორე ხუთეულში – გამთამაშებელმა 13 ქულით, 7 მოხსნით და 9 პასით დაასრულა მატჩი.

“პელიკანსის” რიგებიდან საუკეთესო ზაიონ უილიამსონი იყო, რომელმაც 27 ქულა დააგროვა. ტრადიციულად ნაყოფიერი იყო სი ჯეი მაკალუმიც 22 ქულა+9 მოხსნა+8 პასი. მხოლოდ ამ 2 კალათბურთელის კარგი თამაში არ გამოდგა საკმარისი მატჩის მოსაგებად.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *