არგენტინის ჩემპიონატის მე-14 ტურში, სუპერკლასიკო გაიმართა – გადაჭედილ მონუმენტალზე რივერმა ბოკა მიიღო. მატჩი, რა თქმა უნდა, დაძაბული და უხეშობით გამორჩეული იყო. უკვე მე-16 წუთზე, ბოკას ცენტრალურმა მცველმა, მარკოს როხომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ამის შემდეგ, “მილიონერების” უპირატესობა აშკარა იყო და გამარჯვებამდე დამსახურებულად მივიდნენ.
რივერიდან დუბლი 21 წლის ხულიან ალვარესმა მიითვალა, ბოკადან კი კარლოს ზამბრანო გამოირჩა. საბოლოოდ – 2:1.
ამ გამარჯვებით, რივერი ცხრილის სათავეში მოექცა, თუმცა მეორე ადგილზე მყოფ ტალერესს მხოლოდ 1 ქულით უსწრებს, რომლესაც თამაში რეზერვში აქვს დარჩენილი…