საქართველოს “რითეილ ასოციაციის” და “საქართველოს სამოყვარულო და კომპანიების სპორტის განვითარების ალიანსის” ორგანიზებით, “მასტერ ლიგის” და “საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის” მხარდაჭერით, ქ.თბილისის მერიის საფეხბურთო სკოლის “იმედის” სტადიონზე მიმდინარეობს “რითეილ ასოციაციის” თასის პირველი ტურნირი. ტურნირი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, კორპორატიული სპორტის განვითარებას და თანამშრომელთა ფიზიკურ აქტივობაში ჩართვის წახალისებას. ტურნირში მონაწილეობენ ასოციაციის წევრი ორგანიზაციების თანამშრომელთა მიერ დაკომპლექტებული გუნდები: “ნიკორა”, “აგროჰაბი”, “გუდვილი”, “დეილი”, “ზღაპარი”, “კარფური”, “მაგნიტი”, “უნივერსამი”, “სპარი”. კენჭისყრის შედეგად გუნდები ორ ჯგუფად გადანაწილდნენ: A ჯგუფი : “ზღაპარი”, “დეილი”, “მაგნიტი” “უნივერსამი”B ჯგუფი : “ნიკორა”, “სპარი”, “გუდვილი”, “კარფური”, “აგროჰაბი”. დაძაბული და საინტერესო ჯგუფური ეტაპის მატჩების შედეგად გუშინ ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდნენ. დღეს, 5 ავისტოს, A ჯგუფის გამარჯვებული “მაგნიტი” შეხვდება B ჯგუფის მეორეადგილოსანს “კარფურს”, B ჯგუფის გამარჯვებული “ნიკორა” კი A ჯგუფის მეორეადგილოსან, “ზღაპარს” დაუპირისპირდება. ნახევარფინალური მატჩების დასაწყისი 19:00. მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი 6 აგვისტოს გაიმართება და ასევე 19.00 საათზე დაიწყება.
რითეილ ასოციაციის თასზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ
