რიკ კარლაილის ცრემლიანი დაბრუნება დალასში

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში „დალასმა“ საკუთარ არენაზე უმასპინძლა „ინდიანას“ და მეტოქე 132-105 დაამარცხა.

შეხვედრას ინტრიგას მატებდა ის ფაქტი, რომ „პეისერზის“ ამჟამინდელი მწვრთნელი რიკ კარლაილი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ იყო, სწორედ იმ გუნდის, სადაც უკანასკნელი 13 სეზონი გაატარა და კლუბს არსებობის ისტორიაში პირველი საჩემპიონო ბეჭედი მოაგებინა.

„მავერიქსის“ გულშემატკივარი თბილად დახვდა ყოფილი მწვრთნელს, კლუბმა კი მატჩის წინ სამადლობელი ვიდეო გაუშვა დიდ ეკრანზე, სადაც კარლაილის 13 წლიანი მართველობის კადრები იყო ასახული.

„ინდიანა“ დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს – სხვადასხვა სახის ტრავმების გამო არ იყვნენ მაილს თერნერი, მალკომ ბროგდონი, გოგა ბითაძე (ფეხის დაზიანება).

მათ არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე დომანტას საბონისმა აიღო, რომელმაც 29 წუთში 21 ქულა, 15 მოხსნა და 8 პასი მოაგროვა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა შეხვედრის მოსაგებად.

„დალასმა“ ოთხივე მეოთხედი მოუგო სტუმარ გუნდს – 34:23 38:37 32:20 28:25 და ერთი წუთითაც კი არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ დღევანდელი გამარჯვება.

null

ლუკა დონჩიჩმა 30 ქულასთან ერთად 12 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა, რეჯი ბალოკმა 7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო და 23 ქულით დაასრულა მატჩი, მაქსი კლებერმა კი საკუთარი დაბადების დღე (30 წლის გახდა) ორმაგი დუბლით აღნიშნა 15 ქულა+13 მოხსნა.

„დალასმა“ უკანასკნელი 16 მატჩიდან 13 მოიგო და მიუახლოვდა დასავლეთის ტოპ 4-ს, ხოლო „ინდიანა“ განაგრძობს ფსკერისკენ ვარდნას – გუნდმა უკანსკნელი 11 მატჩიდან 8 წააგო და აღმოსავლეთში ბოლოდან მესამეა ბალანსით 18-33.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *