ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა რომ მოიგოს, ლივერპულის შემტევს, რიჩალისონს ძალიან არ უნდა… რატომ? მიზეზი მარტივია, თანაქალაქელთა გულშემატკივრები მის გუნდს კიდევ ერთხელ დასცინებენ…
“თუ ინგლისზე ვსაუბრობთ, მირჩევნია ლიგა ლივერპულმა არ მოიგოს, რადგან, მოგვწონს თუ არა, ისინი ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეები არიან. ნამდვილად არ გვინდა ამ ბიჭებმა მოიგონ.
თუ მოიგებენ, ვიცი, გულშემატკივრები ბანერებსა თუ სოციალურ მედიაში დაგვცინებენ. არჩევანი რომ მქონდეს, ვისურვებ რომ ლივერპულმა ლიგა არ მოიგოს,” – თქვა რიშარლისონმა