ლოკომოტივი-აკადემია 38:13
ლოკომოტივი: 5ლ – საჯარიმო, გაზდელიანი, წივწივაძე, ჭურაძე, არაბული. 2ს,ა,გ – წიკლაური.
სინბინი: მოსულიშვილი, არაბული, ქეცბაია
აკადემია: ლ – საჯარიმო. 2ს – მარგიანი
სინბინი: ახობაძე
გაძევება: ახობაძე
მსაჯი: ნიკა ამაშუკელი
თბილისის ლოკომოტივმა თანაქალაქელ აკადემიასთან მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. რკინიგზელებმა, რომლებიც მეტოქეს გორში დაუხვდნენ, მატჩის პირველ ნახევარში სამი ლელო გაიტანეს და შესვენების წინ 20:3 დაწინაურდნენ.
ცხადია, 17-ქულიანი უპირატესობის აღმოფხვრა შესანიშნავად მოთამაშე ლოკომოტივთან წარმოუდგენელი ამბავია. თუმცა, აკადემიელებს მეორე ტაიმში ცდა არ დაუკლიათ. მიუხედავად ამისა, ლოკომოტივმა კიდევ ორი ლელოს გატანა შეძლო, რაზეც აკადემიამ მხოლოდ ერთით უპასუხა. შედეგად, რკინიგზელებმა ერთი საპრემიო ქულაც მიითვალეს და ლიდერთა სამულში გაერივნენ.
მატჩის საუკეთესო მორაგბედ ლოკომოტივის მეორეხაზელი გაგა არაბული აღიარეს.
იუნკერები-ყოჩები 24:36
იუნკერები: 4ლ – გელაშვილი, გოგიძე, ცილიკური, სკამკოჭაიშვილი. 2გ 0 ჯღამაია
ყოჩები: 5ლ – ტატულაშვილი, მარჯანიშვილი, ბიწაძე, რეხვიაშვილი, ჩხიკვაძე 4გ,ს – მალაღურაძე
სინბინი: ჭუმბაძე, ტყეშელიაძე, გენებაშვილი
მსაჯი: იოსებ ჯაფარიძე
ბოლნისის ყოჩები კიკეთის იუნკერებთან მატჩში ლოკომოტივის მსგავსად ასევე დიდ უპირატესობას ფლობდა პირველ ტაიმში. ყოჩებმა საწყის ათ წუთში ორი ლელო გაიტანეს და 14:0 დაწინაურდნენ. პირველი ტაიმი კი, 12 ქულის სხვაობით მოიგეს – 24:12.
ყოჩებს ტემპი არც შესვენების შემდეგ დაუგდიათ და 46-ე წუთისთვის უკვე 36:12 იგებდნენ. კიკეთელებმა ხელი ამის შემდეგღა გამოიღეს. თუმცა, მატჩის ბოლომდე დარჩენილ დროში ანგარიშის 12 ქულამდე შემცირება შეძლეს.
მატჩი საუკეთესო მორაგბე ყოჩების გარემარბი კოტე მარჯანიშვილი გახდა.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბათუმი – 13 ქულა, 2. ლოკომოტივი – 11, 3. ხარები – 10, 4. არესი – 9, 5. ლელო – 8, 6. ყოჩები – 8, 7. აია – 5, 8. იუნკერები – 4, 9. აკადემია – 2, 10. ყაზბეგი – 1