იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო. სკუადრა აძურამ ფინალში ინგლისთან 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ მატჩი იტალიელთა ტრიუმფის მთავარმა შემოქმედმა რობერტო მანჩინიმ შეაფასა.
“ინგლისმა მატჩი კარგად დაიწყო და სწრაფი გოლიც გაიტანა. ამის შემდეგ ჩვენ დომინანტები ვიყავით. ჩემი ფეხბურთელები საოცრად თამაშობდნენ. არ ვიცი მათი თამაში კიდევ როგორ შევაფასო. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია ყველა იტალიელისთვის და იტალიის ნაკრების ყველა გულშემატკივრისთვის.
გახარებულები ვართ, რადგან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ. ეს იგივე გუნდია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა, თუმცა ჩვენ ეხლა ბედნიერები ვართ. ემოციების სრულად გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნის.
პენალტებში მოგებას იღბალი სჭირდება. ბრიტანელთა გამო ცოტა ვწუხვარ კიდეც. ბოლო წლების განმავლობაში იტალიის ნაკრები ძალიან გაიზარდა, მე ვხედავ პოტენციალს, რომ ჩვენ კიდევ მოვუმატებთ.
ჩემი და ჯანლუკა ვიალის მეგობრობა ცალკე ამბავია. ჩვენ ერთად ვთამაშობდით სამპდორიაში მაშინ, როცა გუნდი დომინირებდა.”-განაცხადა იტალიის ნაკრების მწვრთნელმა.