რობერტო მანჩინი: ნაპოლი სერია ა-ს მოგების მთავარი კანდიდატია

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, სერია ა-ს მიმდინარეობაზე ისაუბრა. იტალიელმა განაცხადა, რომ ჩემპიონატის მოგების ყველაზე დიდი შანსი ნაპოლის აქვს.

“რთულია იმის წინასწარ პროგნოზირება თუ ვინ გახდება ჩემპიონი, განსაკუთრებით კი 50 დღიანი უქმობის შემდეგ. ვფიქრობ ჩემპიონობის ყველაზე დიდი შანსი ნაპოლის აქვს. ნეაპოლელები ცხრილს 8 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ გუნდს რამდენიმე კარგი მოთამაშე ჰყავს. 

ნაპოლი კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიტუაციაშია, თუმცა ყველა გუნდს აქვს ხოლმე რთული მომენტები. საინტერესო ჩემპიონატი გველის.” – განაცხადა მანჩინიმ La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას.

ნაპოლი სერია ა-ში 41 ქულით ცხრილის სათავეშია და მეორე ადგილოსან მილანს 33 ქულით უსწრებს. ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 12 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *