რობერტო მანჩინი: საკუთარ თავს საქმე ჩვენ თვითონ გავურთულეთ

იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის C ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და მუნდიალზე პლეი-ოფის გზით მოუწევს მოხვედრა. ამ თემაზე სკუადრა აძურას დამრიგებელმა რობერტო მანჩინიმ ისაუბრა.

“მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ იტალიის ნაკრებმა ბოლო 40 თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო. 

ცუდშიც კი დადებითი უნდა ვეძებოთ. კარგია, რომ წარუმატებლობის პერიოდი ახლა დაგვიდგა და არ მარტში ან მსოფლიო ჩემპიონატზე. როცა ჯგუფში შვეიცარიასთან მოვხვდით, ვიცოდით, რომ რთული შეხვედრები გველოდა წინ, მაგრამ არ მეგონა, რომ ამდენად გაგვიჭირდებოდა. 2 პენალტი გავაფუჭეთ, ჩვენს თავს ჩვენ თვითონ გავურთულეთ საქმე.”-ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *