რობერტ ლევანდოვსკი: ამ ყველაფერზე ვერც ვიოცნებებდი

რობერტ ლევანდოვსკიმ ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. პრიზის მიღების შემდეგ, პოლონელმა ამ თემაზე კომენტარი გააკეთა.

“წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ. ჩემი თანაგუნდელების გარეშე ამ წარმატებას ვერ მივაღწევდი. ჯილდო ყველას ეკუთვნის ვინც ჩემ გარშემოა. 

ამ ყველაფერზე რაც წელს მოხდა, ვერც ვიოცნებებდი. 2 წლის წინ ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ გერდ მიულერი ჩვენთან აღარ არის. ყოველთვის ვფიქრობ, რომ კიდევ შემიძლია რეკორდის დამყარება.”-განაცხადა ლევანდოვსკიმ.

გამოცდილი ფორვარდი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. ლევანდოვსკიმ მიმდინარე სეზონში 27 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.