რობერტ ლევანდოვსკი: ბოლო ორი კვირა ყველასთვის რთული იყო

რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის ბაიერნი დატოვა და კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. ფეხბურთელმა ხელმძრვანელობასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბაიერნში გატარებული დრო არასდროს დაავიწყდება.

“ემოციური მომენტი იყო, გუნდის ხელმძღვანელობას შევხვდი, ყველას მადლობა გადავუხადე, საჩუქრები გადავეცი და იქაურობა დავტოვე. ბაიერნში ბევრი რამ ვისწავლე, აქ გატარებული დრო არასდროს დამავიწყდება. მადლობა ყველაფრისთვის. ბოლო ორი კვირა ყველასთვის რთული იყო.” – ციტირებს პოლონელის სიტყვებს Sky Sport-ი.

ლევანდოვსკი ბაიერნში 2014 წლის ზაფხულში დორტმუნდიდან გადავიდა. პოლონელმა მიუნხენელებთან ერთად ბუნდესლიგა (8), გერმანიის თასი (3), გერმანიის სუპერთასი (6), ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი მოიგო. ლევანდოვსკიმ წინა სეზონში 46 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.