რობინიოს 9 წელი მიუსაჯეს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს რობინიოს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამხრეთ ამერიკელი 2013 წელს მილანში ალბანელი ქალის ჯგუფურად სექსუალურ ძალადობაში სცნეს დამნაშავედ.

რობინიოს სასჯელი პირველად 2017 წელს გამოუტანეს, შემდეგ ფეხბურთელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა რომის სასამართლომ 38 წლის რობინიო კვლავ გაამტყუნა და მას ამჯერად გასაჩივრების უფლება აღარ აქვს.

რობინიო იტალიაში 2010-13 წლებში თამაშობდა როცა მილანის ღირსებას იცავდა. 2010-11 წლებში მან როსონერის რიგებში სერია ა მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published.