როგორია ხვიჩას ფეხის მდგომარეობა?.. (ცნობა ოჯახიდან)

როგორია ხვიჩა კვარაცხელიას ფეხის მდგომარეობა? აიაქსი-ნაპოლის შეხვედრის მეორე ტაიმში დუშან ტადიჩი ეუხეშა, ფეხი დააბიჯა და კვარას ექიმის ჩარევა დასჭირდა. თამაში გააგრძელა და მალე გოლიც გაიტანა, მაგრამ დისკომფორტი ეტყობოდა.

გოლის გატანიდან ერთ წუთში ხვიჩა შეცვალეს.

როგორც ხვიჩას ოჯახიდან შევიტყვეთ, საშიში არაფერია. ფეხზე არაფერი უჭირს, კარგად გრძნობს თავს.

შეგახსენებთ, ნაპოლიმ სტუმრად 6:1 გაანადგურა აიაქსი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *