ხვიჩა კვარაცხელიას სასუოლოსთან გატანილი გოლი ზე-კლასის იყო. ისე ჩაისეირნა, თითქოს ეზოში ბავშვებს ეთამაშებაო. „აბა, ბურთს ვინ წაართმევს“ – თანხლებით.
იტალიურ პრესაში დაწერეს, რომ ყველაზე მეტად რობერტო ბაჯოს გოლებს ჰგავდა. ბაჯომ იცოდა ასეთი მოძრაობები, დარტყმა და გოლი. ეგაა, ნაპოლიში არასოდეს უთამაშია.
ისე, დღეს რობერტო იუბილარია – 56 წლის გახდა. Alla Baggio – სათაურიც ეს აქვს.
RAI-ში კი სპეციალური გადაცეა მიეძღვნა სკაუტინგის თემას, იტალიური ფეხბურთის ხსნა მხოლოდ ძლიერ სკაუტინგშია – ძლიერი ახალგაზრდების პოვნაში. მათ შორის თქვეს კვარაცხელიაზე, იულმანდზე, ჰეისენზე. ნაპოლის მაგალითი, თუ როგორ იმუშავა კლუბის დირექტორმა ჯიუნტოლიმ სპალეტისთან ერთად. არაგრანდი ქვეყნების იაფი (შედარებით) ფეხბურთელებით რა გუნდი ააწყო.
ამ თემაზე ადრე ვრცლად გვეწერა.
https://leadersport.ge/news/%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93