როგორც მოსალოდნელი იყო, ფავორიტებმა მოიგეს

დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა თბილისის “აკადემიამ”, რომელმაც კიკეთის იუნკერები საკმაოდ იოლად, დიდი სხვაობით დაამარცხა – 42:12.

აკადემიელები მთელი მატჩის განმავლობაში უდავო უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს. ყველაზე შედეგიანი მგეზავი სანდრო მარგიანი გამოდგა, რომელმაც ერთი ლელო და ექვსი გარდასახა გაიტანა (17 ქულა). “იუნკერებმა” “აკადემიას” ორი ლელო გაუტანეს. თუმცა, ცხადია, ეს საპრემიო ქულის მოსაპოვებლადაც არ აღმოჩნდა საკმარისი. აკადემიელებმა კი, ერთი საპრემიო ქულაც მიითვალეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მესამეხაზელი გიორგი გოგლიძე დაასახელეს.

აკადემია-იუნკერები 42:12

აკადემია: 6ლ – მარგიანი, ლომაური, გიგაშვილი, გოგლიძე, ზოიძე, მ.ახობაძე. 6გ – მარგიანი.

სინბინი: ს.ილურიძე

იუნკერები: 2ლ – ჩაჩავა, გელაშვილი. გ – ჯღამია

სინბინი: გელაშვილი

მსაჯი: შოთა თევზაძე

ქუთაისის “არესმა” სეზონი შესანიშნავად დაიწყო, მაგრამ თბილისის “ლელოსთან” შინ ვერაფერს გახდა და 22:37 დამარცხდა.

ლელოელებმა ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ანგარიშში კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე უპრობლემოდ მიიყვანეს.

“ლელომ” ოთხი ლელო გაიტანა. აქედან ორი შერკინების კვაჭის ლევან პაპიძის ანგარიშზეა. ორი ლელო მიითვალა “არესის” შერკინების კვაჭმა ნოდარ სამხარაძემაც.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი, “ლელოს” ცხრა ნომერი გიორგი მარგალიტაძე გახდა.

არესი-ლელო 22:37

არესი: 2ლ – სამხარაძე (2). ს,გ – თევდორაძე

სინბინი: შუბითიძე, ჩეჩელაშვილი

ლელო: 4ლ – პაპიძე (2), აბესაძე, მარგალიტაძე. 2ს,2გ – ასათიანი

სინბინი: პაპიძე, სვიმონიშვილი

მსაჯი: გელა ლემონჯავა

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *