აი, როგორ ირჩევს გვარდიოლა 11 კაცს…

პეპ გვარდიოლამ ორ საინტერესო თემაზე ისაუბრა. უპირველესად, როგორ ირჩევს კონკრეტული მატჩისთვის ძირითად შემადგენლობას?..

„რთულია. 13 ფეხბურთელს ვერ დავაყენებ, 11 უნდა ავარჩიო და ყოველთვის მიჭირს. ნებისმიერ დროს რომელიმე ტოპ-ფეხბურთელი სასტარტოში ვერ ხვდება. რაც უფრო დრო გადის, უპირატესობას ვანიჭებ სხეულის ენას, ვარჯიშებზე დანახულ ფორმას.

…და განწყობას. როცა ბედნიერი არ ხარ, კარგადაც ვერ ითამაშებ. ზოგჯერ ფეხბურთელებს მათი განწყობის მიხედვით ვარჩევ. ხდება ხოლმე, ფეხბურთელები არ არიან კარგ მორალურ მდგომარეობაში და თანაც არა ერთი-ორი, არამედ რამდენიმე. ამ დროს კიდევ უფრო მიჭირს ხოლმე არჩევანის გაკეთება“.

თან, რა დილემებში იქნებოდა პეპი: ბარსელონა, ბაიერნი, ახლა მანჩესტერ სიტი…

პეპ გვარდიოლამ კონტრაქტის ვალდებულებებზეც ისაუბრა: „როცა მივხვდები, რომ რაღაც ისე ვერ არის, გადავდგები. ფერგიუსონოვით და ბენგერივით დიდხანს არ დავრჩები. კონტრაქტი მხოლოდ ქაღალდია… მანჩესტერ სიტისთან ხელშეკრულება მხოლოდ იმიტომ გავაგრძელე, რომ შეგვიძლია ერთად წარმატების მიღწევა და ამას ვგრძნობ. თუ ერთმანეთი მოგვწყინდება, კონტრაქტს ბოლომდე არ ჩავამთავრებ და წავალ“. (Manchester Evening News)

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *