როგორ გადავიდა მესი პსჟ-ში ?

ლეონარდომ თქვა, რომ პარიზელები მესის თაობაზე „ბარსას“ პირველად 2021 წლის თებერვალში დაუკავშირდნენ. ლეონარდოს აზრით, არგენტინელი ვარსკვლავის გადაბირების ოპერაცია მისმა კლუბმა ბრწყინვალედ ჩაატარა.

Messi et l'étrange séduction de Leonardo

„პირველი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ მესის ბარსელონაში უნდოდა დარჩენა. ის კარიერის კამპ ნოუზე დასრულებაზეც კი ოცნებობდა. არ უარვყოფ, რომ ბარსელონელებს რამდენჯერმე დავუკავშირდით, მაგრამ საქმიანად, პირველად ეს მოხდა თებერვალში ანუ როდესაც მესის კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი. უფრო ადრე, ვთქვათ იანვარში ჩვენი მხრიდან კონტაქტი არ ყოფილა. როცა გამოიკვეთა, რომ ფინანსური მიზეზების გამო მესი ბარსაში ვერ დარჩებოდა, ჩვენც უკვე სერიოზულად, მთელი ძალით ჩავერთეთ საქმეში. ამასთან, გადამწყვეტი როლი ითამაშა თავად მისმა სურვილმა პსჟ-ში გადმობარგებულიყო. ფანებისთვის კი იმის წარმოდგენა, რომ ლეოს დონის ფეხბურთელი მათ გუნდში ითამაშებდა, ოცნების ახდენა გახლდათ. მესი ძალიან კორექტული, სერიოზული პიროვნებაა. ის დიდი პროფესიონალია“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *